მოქალაქემ ანტისაოკუპაციო აქციაზე რუსული პასპორტი დახია და რუსულ პენსიაზე უარი თქვა

პარლამენტის წინ აქციაზე მოქალაქე ნელი გასვიანმა რუსეთის ფედერაციის პასპორტი საჯაროდ დახია და რუსულ პენსიაზე უარი თქვა. როგორც ქალმა განმარტა, ის დევნილია და ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

"რად მინდა ამათი პასპორტი. მთავარი საქართველოა და მინდა მივმართო ყველა ქართველს, ნუ გაყიდით ქვეყანას რუსეთზე. მივმართავ ბატონ ვასაძეს, უარი თქვას რუსულ ფულზე. ასევე გახარიას ვეტყვი, რომ მას არავინ არაფერს აპატიებს!"- განაცხადა ნელი გასვიანმა.

მან საკუთარი აღშფოთება გამოთქვა რუსთაველის განზირზე გუშინ განვიტარებული მოვლენების გამო. საუბარია "პრაიდის" მოწინააღმდეგეთა ღონისძიებაზე, რომელიც შემდეგ ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის კონტრაქციაშიც გადაიზარდა და პასუხისმგებლობა ბიძნესმენ ლევან ვასაძეს დააკისრა.

"90–იანების დაბრუნება გინდა?",– მიმართა ქალმა ლევან ვასაძეს. 

რუსთაველზე ამ დროისთვის აქცია დასრულებულია. დემონსტრაცია ხვალ ფოტო–გამოფენით განახლდება. სეკრების ადგილი ისევ რუსთაველია, დრო – 19:00 საათი ხოლო მოთხოვნა – გადადგეს შს მინისტრი. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp