საუდის არაბეთის პრინცესას პარიზში ასამართლებენ

პარიზის სასამართლომ საუდის არაბეთის პრინცესის ჰასაბინ სალმანის და მისი პირადი დაცვის წევრის წინააღმდეგ საქმის განხილვა დაიწყო. მათ ძალადობაში ადანაშაულებენ,–  ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრალდების თანახმად, პრინცესამ მისი დაცვის წევრს საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის აპარტამენტში მომუშავე კაცზე იარაღით თავდასხმა და მისი გატაცება დაავალა. დაცვის წევრმა თავდასხმის ობიექტს პრინცესისთვის ფეხზე კოცნა უბრძანა. თავად ბრალდებულები ბრალდებას უარყოფენ. 

მომხდართან დაკავშირებით პრინცესა საფრანგეთის პოლიციამ დაკითხა, თუმცა მან დაკითხვიდან მალევე დატოვა პარიზი. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp