Instagram ახალ ფუნქციას ამატებს

სოციალური ქსელი Instagram ახალ ფუნქციას ამატებს, რომელიც მომხმარებლებს შეურაცხყოფის მიყენებასა და დაცინვასთან ბრძოლაში დაეხმარებათ. ახალ ინსტრუმენტს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული, შეუძლია, ამოიცნოს შეუსაბამო ან შეურაცხმყოფელი შინაარსი.

ქსელი მომხმარებელს სთავაზობს კომენტარის დაწერამდე პაუზა გააკეთოს, დაფიქრდეს, ღირს თუ არ მისი გამოქვეყნება. 

"ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ, რათა Instagram-ზე ჩაგვრა და ბულინგი შეწყდეს", - დაწერა სერვისის გენერალურმა დირექტორმა ადამ მოსერიმ.

თავდაპირველად ახალი ინსტრუმენტი ინგლისურენოვან მომხმარებლებზე იმუშავებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp