"მადლობა, რომ ანტისაოკუპაციო დემონსტრაციას ჩემს ასაკში მოვესწარი"

ანტისაოკუპაციო აქციას სოლიდარობას ქართველი მეცნიერი, არქეოლოგი და დიაპორის ყოფილი მინისტრი იულიონ გაგოშიძე სოლიდარობას ოჯახთან ერთად უცხადებს. როგორც გაგოშიძემ განაცხადა, 1956 წლის სისხლიან მოვლენებს მოესწრო, 1989 წლის 9 აპრილს დემონსტრაციაზე შვილების გამო იდგა, ხოლო 2019 წლის 20 ივნისიდან თბილისის ცენტრში მიმდინარე დემონსტრაციაზე შვილიშვილებთან ერთად დგას.

"ახალი საქართველო დაიბადა",– აღნიშნავს იულიონ გაგოშიძე.

მისი მეუღლე კი მოხარულია, რომ ანტისაოკუპაციო დემონსტრაციაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა მიეცა. 

"ხურვალეთთან გავივლიდი და იქ იდგა მხოლოდ სამი კაცი, მე კი მივდიოდი, თითქოს არაფერი მეხებოდა, თან მძღოლი რუსულ სიმღერებს უსმენდა. რომ ვთხოვდი გამორთვას, ცუდ პასუხს ვიღებდი. ამიტომ ხერხს მივმართე და ვთხოვდი, შვილო, შეუძლოდ ვარ, იქნებ ჩაუწიო–მეთქი. ამას ვახერხებდი ამ ფორმით და არა შეგონებით, რადგან შეგონების შემთხვევაში კონფლიქტი მომივიდა. ახლა კი ვხედავ ახალგაზრდებს – ანტისაოკუპაციო დემონსტრაციას და მგონია, რომ ჩემი წვლილი შემაქვს. მადლობა ღმერთს, რომ ამას ჩემს ასაკში მოვესწარი",– განაცხადა გაგოშიძის მეუღლემ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთმა ოთხი ქურთული რეგიონის გუბერნატორები დააკავა