ძიძიგურის შეფასებით, "ვარდების რევოლუცია", რომელშიც თავადაც მოაწილეობდა, შეცდომა იყო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ "ვარდების რევოლუცია", რომელშიც თავადაც მონაწილეობდა, მთავრობის ძალადობრივი გზით შეცვლა იყო და მას ქვეყნისთვის სიკეთე არ მოუტანია. 

"მე ვარ ორი გადატრიალების მომსწრე საქართველოში: ერთი 1991-92 წლებში, როდესაც ძალით მოხდა ხელისუფლების დამხობა და 20 წელი სისხლიანი კარუსელი ტრიალებდა საქართველოში. მეორე, ვარდების რევოლუციის მომსწრე გახლავართ, ე.წ რევოლუციის, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუარა მაშინ დემონსტრანტებმა. რა თქმა უნდა ვარდების რევოლუცია, ეს იყო შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი გზით. მართალია, სისხლი არ დაღვრილა, მაგრამ ამ ძალადობრივი გზით შეცვლამ არაფერი სიკეთე არ მოუტანა, ისევე როგორც ზვიად გამსახურდიას სიკვდილმა არ მოუტანა",- განაცხადა ძიძიგურმა TV "პირველის" ეთერში.  

ვარდების რევოლიციით შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა უარყოფით კონტექსტში პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვიცე პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმაც ახენეს. მათ 2003 წლის მოვლენებს, 1991 წლის პუტჩს და 20 ივნისის ღამით განვითარებულ მოლენებს შორის ტოლობის ნიშანი დასვეს.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხელისუფლება 3-ჯერ შეიცვალა: 1991 წლის პუტჩის შედეგად, როდესაც 22 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით თბილისის ომი დაიწყო. 

მან რევოლუციას შეცდომა უწოდა, ხოლო ჟურნალისტის კთხვაზე, ნანობს თუ არა, რომ "ძალადობაში თავადაც მონაწილეობდა", მისი პასუხი შემდეგი იყო: 

"ეს იყო მაშინდელი სამწუხარო რეალობა მაშინდელი საქართველო იყო სულ სხვა საქართველო". 

შემდეგ ძიძიგურმა აღიარა, რომ რევოლუციამ პოზიტივებიც მოიტანა:

ვარდების რევოლუციამ” საწყის ეტაპზე მოიტანა რაღაც პოზიტიური ძვრები, თუმცა შემდეგ გადაიზარდა ძალადობაში, ტოტალიტარიზმსა და ავტორიტარიზმში, რამაც გამოიწვია ის, რომ ხელსიუფლებაში არჩევნების გზით მოვიდა “ქართული ოცნება”.

2003 წელს "ვარდების რევოლუციით". ედუარდ შევარდნაძის მიერ არჩევნების გაყალბებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა, 23 ნოემბერს კი პრეზიდენტის გადადგომით გაგრძელდა. 

და 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების გზით. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp