თბილისში, სამხედრო დასახლებაში სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდეს – არიან დაშავებულები

თბილისში, ვარკეთილში, სამხედრო დასახლებაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სადარბაზოში სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდეს.

დაშავებულები ინგოროყვასა და "ამტელის" კლინიკებში არიან ჰოსპიტალიზებულები. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით საქმე  განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.

"გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო. მომხდარის შედეგად დაშავებულია სამი პირი, რომლებიც გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებაში. სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად“, – აცხადებენ უწყებაში.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რაზე შეთანხმდა ოპოზიცია