"ჩვენმა შრომამ პირველი ნაყოფი გამოიღო, უახლოეს დღეებში ჩავალთ მოსკოვში"

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გუშიდელ გადაწყვეტილებას "ღირსეულს" უწოდებს და აცხადებს, რომ "ვითარების განსამუხტად „პატრიოტთა ალიანსმა“ თავისი წილი იშრომა და ამ შრომამ პირველი ნაყოფი გამოიღო". 

ცნობისთვის: გუშინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა.

ინაშვილის თქმით, პარტიის წევრები უახლოეს დღეებში ჩავლენ მოსკოვში.



"არ დავმალავ, ეს დღეები უკიდურესად დაძაბული შრომის დღეები იყო. ჩვენ ჩვენი წილი ვიშრომეთ, რომ ვითარება განმუხტულიყო და უდაოდ კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენმა შრომამ პირველი ნაყოფი გამოიღო. ჩვენი გუნდის წევრები უახლოეს დღეებში ჩავლენ მოსკოვში. თქვენ იცით, რომ ვიზების გაუქმებაზეც ვიყავით შეთანხმებული, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ბევრი სხვა სასიკეთო ინიციატივაც ძალზედ პოზიტიურად განიხილებოდა. პროვოკატორებმა ქვეყანა უკან დახიეს და ეს პირველად არ ხდება... მაგრამ გამოსავალს, ღვთის წყალობით, კვლავ მოვძებნით", - წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის: "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთში რამდენჯერმე იყვნენ. ისინი რუსეთის დუმის დეპუტატებს შეხვდნენ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp