სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თაღლითური განზრახვით დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს და დაარწმუნა, რომ 30 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, შეეძლო დახმარებოდა მას ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების განულებაში.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა, ხსენებული თანხიდან მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი, 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp