ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი გააუქმა - უკრაინელი სამხედროები პრემიებს მიიღებენ

უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს აღლუმის გამართვის ნაცვლად, სამხედრო მოსამსახურეებს პრემიებს დაურიგებენ. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვით  გაახმოვანა.

როგორც ზელენსკი განმარტავს, სამხედრო აღლუმი პომპეზური და ძვირადღირებული ღონისძიებაა, ამიტომ მის ორგანიზებაზე თანხის დახარჯვის ნაცვლად, ყველა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის პრემიისთვის 300 მილიონ გრივნას გამოყოფს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აღლუმის გაუქმების მიუხედავად უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს მაინც აღნიშნავენ, უბრალოდ ის სხვა ფორმატით წარიმართება.

ცნობისთვის: უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავენ. 2018 წლის ღონისძიებაში მონაწილეობა 4,5 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. მაშინ დედაქალაქ კიევში 250 ერთეული მძიმე  სამხედრო ტექნიკა გამოიყვანეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp