"რუსეთის განცხადება გიორგი გაბუნიას სამართლებრივ დევნაზე აღმაშფოთებელია"

რუსეთის განცხადება გიორგი გაბუნიას სამართლებრივ დევნაზე აღმაშფოთებელია, - ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Freedom House-ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა მარკ ბერენტიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც Freedom House-ის წარმომადგენელმა განაცხადა, გაბუნიას კომენტარი “პოსტკრიპტუმში”, შეიძლება, არ იყო პროფესიონალური და საზრიანი, მაგრამ ნამდვილად არ ყოფილა უკანონო.

„ნებისმიერი მოწოდება მისი დევნის შესახებ არის მიუღებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. განსხვავება რუსეთსა და საქართველოს შორის კი ის არის, რომ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეურაცხყოფილები შეიძლება იყვნენ ადამიანები სიუჟეტის ან სტატიის გამო, არავის აქვს დაკავების შიში. ბატონი გაბუნიას ექსტრადირება მართლაც რომ მომხდარიყო რუსეთში, მაშინ მას მარტივად გაასამართლებდნენ სისხლის სამართლის კანონით, მთავრობის წარმომადგენლის შეურაცხყოფისთვის“, - აღნიშნა მარკ ბერენტიმ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp