თამბაქოს ბიზნესს ახალი ვალდებულებები ეკისრება

31 მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება. კერძოდ, სავალდებულო ხდება, რომ თუთუნის, ელექტრო სიგარეტის ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტის სარეალიზაციოდ გატანამდე, მწარმოებელმა ჯანდაცვის სამინისტროში 3 თვით ადრე უნდა წარადგინოს ყველა ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის და მისი ქიმიური დანამატების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქციას დაექვემდებარება. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 5 000 – ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

ცნობისთვის: 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოწევა აიკრძალა დახურულ შენობებში, მათ შორის ელექტრო სიგარეტების, გახურებადი თამბაქოს ნაწარმისა და ჩილიმის (მინიმალური გამონაკლისებით). 2018 წლის 1 სექტემბრიდან აიკრძალა სავაჭრო ობიექტის გარე სივრცეში თამბაქოს ნაწარმის გამოდება. თამბაქოს ნაწარმზე პიქტოგრამების დატანის გარეშე რეალიზაცია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp