Дождь–ის ჟურნალისტმა სოლიდარობის ნიშნად გადაცემა ქართული ღვინით წაიყვანა

რუსული არხის Дождь საინფორმაციო გამოშვების წამყვანი პირდაპირ ეთერში ქართული ღვინით გავიდა. წამყვანმა რუსეთის მიერ საქართველოსთვის შესაძლო სანქციების დაწესებაზე ისაუბრა, მაგიდაზე ქართული ღვინის ბოთლი დადგა და ამ ფორმით გამოხატა სოლიდარობა საქართველოს მიმართ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ქვეყნის პრეზიდენტს საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციბის დაწესების რეკომენდაციით მიმართა. 9 ივლისს პუტინმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო საქართველოს სანქციებს არ დაუწესებდა.

იხილეთ ასევე: როგორ ესმით "მოწყალე პუტინის" საქართველოში

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp