“პუტინის “მასტერკლასი” საქართველოს ხელისუფლებას: გენოციდიც შეიტენეთ"

“პუტინის “მასტერკლასი” საქართველოს ხელისუფლებას. მთხოვთ რომ სანქციები არ დაგიწესოთ? მაშინ შეჭამეთ, რომ ოკუპანტი მე კი არა თქვენ ხართ და დესერტად ოსების გენოციდიც შეიტენეთ.

არ შევიმჩნიოთ და ყველაფერი კარგად იქნება…”

ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ვლადიმირ პუტინის განცხადებასთანდაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების რეკომენდაციით მიმართა, პუტინმა კი განაცხადა, რომ ამას "ქართველი ხალხის პატივისცემის გამო" არ გააკეთებდა, თუმცა იმავე დღეს ამავე საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ საქართველოს ისტორიის გადაწერას შეეცადა და ანტიქართული განცხადებები გააკეთა. კერძოდ, ქართული სახელმწიფო საკუთარი, თუმცა ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციასა და ოსების გენოციდში დაადანაშაულა.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp