ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით ვართ დაინტერესებულები"

ჩეხეთი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით არის დაინტერესებული. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრშიჩეკმა ქართველ კოლეგასთან გამართულ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის განვითარებისთვის და ინვესტიციების მოცულობის გაზრდისთვის ფართო პოტენციალი არსებობს. მოხარული ვარ, რომ საქართველოში დაახლოებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 5% ჩეხეთიდან შემოდის. ჩეხეთი მზად არის, საქართველოს დაეხმაროს საექსპერტო გამოცდილებით, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩეხეთი ცდილობს, საქართველოს დაეხმაროს იმ პროგრესში, რომელსაც ქვეყანა მოდერნიზაციაში განიცდის. ჩეხეთი საქართველოს მიმართ თავისი მხარდაჭერის ძალისხმევის ერთგული რჩება, რათა ქვეყანამ ევროატლანტიკური და ევროპული მიმართულებით წინ იმოძრაოს. ჩეხეთი მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოს“, – განაცხადა ტომაშ პეტრშიჩეკმა.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა პრაქტიკული მექანიზმი გააჩნია, რომელიც NATO-ს წევრობის მოსამზადებლად საჭიროა.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp