კახეთში, ვენახებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ვენახებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად დამწვარია ხმელი ბალახი და ვაზი.

"არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი". – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp