ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით კონფერენცია „შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა: გამოწვევები და შესაძლებლობები“ გაიმართა

9 ივლისს სასტუმრო „რუმს თბილისში“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „შეზღღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა: გამოწვევები და შესაძლებლობები“.

კონფერენცია გახსნა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა. ღონისძიებას ქართველი ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროში მომუშავე ექსპერტები დაესწრნენ, მათ შორის: „ღია საზოგადოების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი, ფონდ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე და „ააიპხელმისაწვდომი გარემო ყველასთვიოს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ახმეტელი.

კონფერენციაზე სპეციალური საჭიროებების მქონე ადვოკატებს და მათი ოჯახის წევრებს სავარძელ-ეტლები გადაეცათ. კონფერენციის დასრულების შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დღის ცენტრის - „სოციალური თერაპიის სახლის“ ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა მოეწყო.

„სოციალური თერაპიის სახლი“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, კერძოდ, გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ზრდასრულ ადამიანებს 1990 წლიდან ემსახურება. თერაპიულ სახელოსნოებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 55 პირი საქმიანობს და ჩართულია სხვადასხვა კულტურულ აქტივობაში. ცენტრის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სულ 7 სხვადასხვა პროფილის სახელოსნო-საწარმო: საქსოვი, სადურგლო, სტამბა, სანთლების, ხელოვნების, მეორადი ქაღალდების და სამზარეულო, რომლებშიც ბენეფიციარები პროდუქციას ყოველდღიურ რეჟიმში ამზადებენ.

ცენტრს 2018 წელს ფინანსური პრობლემები შეექმნა და დახურვის საფრთხის წინაშეა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]