ირანი ბრიტანეთს ემუქრება: „მიიღებთ საკადრის პასუხს“

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანი გიბრალტარში ირანული ნავთობტანკერის დაკავებისათვის დიდ ბრიტანეთს საკადრის პასუხის გაცემით ემუქრება. 

"თქვენ ხართ დაუცველობის ინიციატორები და შედეგებს გვიან მიხვდებით. თქვენ ისეთი უიმედოები ხართ, რეგიონში თქვენს ტანკერებს ესკორტს აყოლებთ, იმიტომ, რომ გეშინიათ. მაშინ რატომ იქცევით ასე? სანაცვლოდ, უნდა უზრუნველყოფდეთ, რომ გადაადგილება უსაფრთხო იყოს. თქვენ [ევროპელებს] ირანი არ უნდა გადარდებდეთ, ამერიკაზე უნდა იდარდოთ, რომელიც არღვევს პირობებს და ძირს უთხრის საერთაშორისო ვალდებულებებს“, – მიმართა როუჰანიმ ბრიტანეთს.

ირანი დაკავებული ნავთობტანკერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ტანკერი გიბრალტარის და ბრიტანეთის ფლოტმა სირიისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის ბრალდებით გასულ კვირას დააკავა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთმა ოთხი ქურთული რეგიონის გუბერნატორები დააკავა