"თადუმაძე აუუუ! რატომ არ არის დაპატიმრებული გაბუნია?"

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი, დეპუტატი ადა მარშანია გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს მიმართავს კითხით, თუ რატომ არ არის დაპატიმრებული "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია. 

"თადუმაძე აუუუ! არსებობთ როგორც პროკურორი საერთოდ ქვეყანაში? სად ბრძანდებით? რატომ არ არის აქამდე დაპატიმრებული გაბუნია? ამ საქმეში მხოლოდ პუტინის გინების პრობლემაა? ჩვენ, საზოგადოებას შეურაცხყოფა არ მოგვაყენეს?! თუ ბელადის ბრძანებას ელოდებით?!" - წერს ადა მარშანია სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"უნდა დავაფასოთ პიროვნება, ხელი შევუწყოთ და თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას"