ქუთაისში, ბაზრობაზე შუშის ჩამოვარდნის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ე.წ. კეჩის ბაზრობაზე შუშის ჩამოვარდნის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბაზრობაზე მყოფი მოქალაქეები ჭერიდან ჩამოვარდნილი მინის ნამსხვრევებით დაზიანდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა და პოლიცია. სამივე დაშავებულს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მათ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადეს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის კონსორციუმი" მთავრობის მხრიდან "საბოტაჟის" კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს