ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

შეკვეთილში, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. რამდენიმე მოქალაქე მოშიმშილეებთან მივიდა და მათი კარავი დაშალა. ფიზიკური დაპირისპირება ამ ქმედებას მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა შეფასებით, ეს ადამიანები ხელისუფლებამ გამოგზავნა და მისი სცენარით მოქმედებენ.

თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მიეკუთვნებიან.

„ჩვენ არ მივეკუთვნებით არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. ჩვენ ვართ წყალწმინდის, ურეკის მოსახლეობა და მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანების დრო უნდა დამთავრდეს საქართველოში. ჩვენ აქ ხვალაც მოვალთ“, – განუცხადა პაატა ჩხარტიშვილმა პირველ არხს.

ადგილზე ვითარება სამართალდამცავებმა განმუხტეს.

შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში მიმდინარე აქცია სოლიდარობას თბილისში 20 ივნისიდან მიმდინარე დემონსტრაციას უცხადებს. ისინი შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp