მოსამართლემ თამარ მეარაყიშვილს ყველა ბრალდება მოუხსნა

ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს ახალგორის სასამართლოს მოსამართლე თამარ პარასტაევამ ყველა ბრალდება მოუხსნა.

ე.წ. პროკურატურა თამარ მეარაყიშვილის „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებაში, ყალბი დოკუმენტის გამოყენებასა და პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამებაში სდებდა ბრალს. 

„ორწლიანმა შეუპოვარმა ბრძოლამ, ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა აფეთქებებმა შედეგი გამოიღო. კანონმა იზეიმა და ჩვენ ის გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც უნდა მიგვეღო. სასამართლომ თამარ მეარაყიშვილის ქმედებებში ვერანაირი დანაშაულებრივი ქმედებები ვერ აღმოაჩინა. ანუ, სასამართლომ თქვა, რომ თამარ მეარაყიშვილს დანაშაული არ ჩაუდენია“, - ამბობს თამარ მეარაყიშვილის ადვოკატი იკრამჯან რამატოვი.

ახალგორის პროკურატურამ 2017 წელს აგვისტოში თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ერთდროულად სამი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ამ ხნის განმავლობაში თამარ მეარაყიშვილი სულ ცოტა 25-ჯერ იყო დაბარებული ადვოკატთან ერთად სასამართლოში და 15-ჯერ პროკურატურაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp