სომხეთში ელექტრომომარეგების კუთხიშ მასშტაბური პრობლემებია

სომხეთში, მთელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე ელექტრომომარეგების თვალსაზრისით პრობლემებია. პრობლემები შეექმნა ბანკების, საავადმყოფოების, რკინიგზისა და ა.შ მუშაობას. 

ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მეტროპოლიტენსაც და გვირაბში გაჩერებული მატარებლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო. 

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პრობლემები ენერგოქსელში ძაბვის ვარდნამ შექმნა.

„გთხოვთ, მაქსიმალურად ეკონომიურად გამოიყენოთ ენერგია, რათა ის უმნიშვნელოვანეს ობიექტებს ეყოს. გამორთეთ ზედმეტი შუქი და კონდიციონერები“, — დაწერა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა სოციალურ ქსელში. 

გაუმართავობის აღმოსაფხვრელად ხელისუფლება და საავარიო სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარალმენტის წინ რამდენიმე ინციდენტი მოხდა