საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ეწვია

საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ეწვია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკვე ბათუმშია.


მაღალი რანგის სტუმარს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.


დონალდ ტუსკი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.


ბათუმში 11-12 ივლისს  მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ გაიმართება. კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“