ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ახალი სანქციებით ემუქრება. 

„ბირთვული შეთანხმების მიუხედავად, ირანი აგრძელებდა და დღემდე აგრძელებს ურანის გამდიდრებას.  შესაბამისად, უახლოეს მომავალში ჩვენი სანქციებიც  გაიზრდება“, – განაცხადა ტრამპმა. 

ცნობისთვის: 3 ივლისს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ 7 ივლისის შემდეგ ირანი ურანს იმ რაოდენობით გაამდიდრებს, რა რაოდენობაც მოესურვება. ირანსა და აშშ–ის შორის ურთიერთობები უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვაშინგტონმა 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმება დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. 2018 წლის ნოემბერში ამერიკამ სანქციები აღუდგინა ირანს, რომელიც ასევე მოიცავს აკრძალვას ნავთობის შესყიდვაზე. მიმდინარე წლის მაისში კი ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი,  სტრატეგიული ბომბდამშენები და დამატებით 1000 ჯარისკაცი განათავსა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp