"ძალიან ცუდი, თუ დღეს პრეზიდენტმა არ გააკეთა კომენტარი"

"ძალიან ცუდი, თუ დღეს პრეზიდენტმა არ გააკეთა კომენტარი. მას უკნდა გაეკეთებინა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ მიუღებელია ისტოიის გადაწერა და რომ რუსეთი არის ოკუპანტი".

ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა აკაკი ზოიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეაქციასთან დაკავშირებით "პირველის" ეთერში განაცხადა. ცნობისთვის:ჟურნალისტებმა დღეს პრეზიდენტს სთხოვეს კომენტარის გაკეთება რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის ფაქტების დამახინჯების თაობაზე, მით უფრო რომ ზურაბიშვილი გუშინ კრემლს მოუწოდებდა, არ აჰყვეს რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ. ზურაბივილმა ჟურნალისტების კითხვებს ყურადღება არ მიაქცია. თავად რუსეთის ლიდერმა გუშინ ანტიქართული განცხადება გააკეთა, გადაწერა საქართველოს ისტორია და ქვეყანას ოკუპანტი უწოდა.   

ამავე თემაზე: ისტორიის გაკვეთილი პუტინს

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp