სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ღია უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა  და თბილისის ღია  უნივერსიტეტს  შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ  ხონელიძემ  Zurab Khonelidze და ღია უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ამილახვარმა. 

მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტები ითანამშრომლებენ და უზრუნველყოფენ, სამეცნიერო და საერთაშორისო ერთობლივი პროექტების, კვლევების, თემატური ღონისძიებების ( კონფერენციები, საჯარო ლექციები, სემინარები, ტრეინინგები, მასტერ კლასები და ასე შემდეგ) ორგანიზებას და განხორციელებას. 

ამასთან ერთად, აღნიშნული უნივერსიტეტების პროფესორების ჩართულობით ხორციელდება ინტერდისციპლინური, მრავალპროფილური კვლევითი პროექტი, რომელიც ეხება ანაკლიის პორტისა და ქალაქის განვითარებას.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp