ტრამპმა აშშ–ის მოქალაქეებთან სასამართლო დავა წააგო

აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კრიტიკული მოსაზრებების გამო, სოციალურ ქსელში მომხმარებლების დაბლოკვა ეკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება ნიუ-იორკის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ მიიღო.

სასამართლომ საქმის განხილვა აშშ–ის შვიდი მოქალაქეების სარჩელის საფუძველზე დაიწყო. როგორც მოსარჩელეები განმარტავდნენ, პრეზიდენტმა ისინი მისთვის მიუღებელი კომენტარების გამო twitter-ზე დაბლოკა. აღნიშნული ქმედება სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp