თბილისის რიგ რაიონებს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დღეს გლდანისა და ნაძალადევის რაიონში გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც, წყალმომარაგება შეეზღუდებათ:

გლდანის რაიონი

12:00 სთ-დან 15:00 საათამდე ბიჭვინთისა და სკოლის ქუჩებს.

11:00 საათიდან 19:00 საათამდე სარაჯიშვილის ქუჩას და ჩიხებს.

ნაძალადევის რაიონი

12:00 სთ-დან 16:00 საათამდე წერონისის ქუჩას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სირიაში თურქული ოპერაცია 120 საათით წყდება