მედია: სპარსეთის ყურეში ირანულმა ხომალდებმა ბრიტანული ნავთობტანკერის დაკავება სცადეს

სპარსეთის ყურეში ირანულმა ხომალდებმა ბრიტანული ნავთობტანკერის დაკავება სცადეს, - იუწყება CNN წყაროზე დაყრდნობით. 

მისივე ცნობით, ბრიტანული ნავთობმზიდი ჰორმუზის სრუტეს კვეთდა, როდესაც მას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კუთვნილი ხუთი შეიარაღებული ხომალდი მიუახლოვდა და კურსის შეცვლა მოსთხოვა. 

როგორც CNN იუწყება, ბრიტანულ ტანკერის ესკორტირებას რაკეტებით აღჭურვილი  ბრიტანეთის სამეფო ფლოტის სამხედრო ხომალდი ახორციელებდა, რომელმაც ირანულ მხარეს რადიოკავშირის მეშვეობით გაფრთხილება გაუგზავნა. 

ბრიტანულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის გიბრალტარის ხელისუფლებამ ირანული ტანკერი დააკავა, რომელსაც სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ 10 ივლისს განაცხადა, რომ თეირანი ლონდონი ირანული ტანკერის დაკავების გამო საკადრის პასუხს გასცემდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp