"საქართველო ყველას მხრიდან აღიარებულია "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერ ქვეყნად"

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ყველას მხრიდან აღიარებულია "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერ ქვეყნად.

ამის შესახებ ზალკალიანმა ჟურნალისტებს კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ დაწყებამდე განუცხადა.

„საქართველო, რომელიც ყველას მხრიდან აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა, როგორც წამყვანი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ენერგოთანამეგობრობაში გაერთიანება, სხვადასხვა ფორმატის დაფუძნება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის იქნა შემოღებული, უსაფრთხოების დიალოგი, სწორედ ეს არის ის მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, მაგრამ ასევე ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე. ჩვენ გვაქს ხედვა, საითკენ უნდა წავიდეთ, როგორ უნდა მოვამზადოთ ფუნქციურად ქვეყანა საბოლოო მიზნისთვის, საბოლოო მიზანი არის მკაფიოდ გაცხადებული - ეს არის ევროკავშირში წევრობა,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

იხილეთ ასევე: ბათუმი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ მასშტაბურ კონფერენციას მასპინძლობს


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“