კასპის მაჟორიტარს კარი მავთულხლართებით აუჭედეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კასპის ორგანიზაციის წევრებმა კასპის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილს ბიუროს კარი ატოციდან ჩამოტანილი მავთულხლართით აუჭედეს. როგორც განიმარტა, პროტესტის ამ ფორმას ოპოზიციის წევრებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც მათ ხელთ ჩაუვარდათ ვიდეომასალა, რომელიც მათივე თქმით, ადასტურებს, რომ ირაკლი მეზურნიშვილი დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად რუს დეპუტატ გავრილოვთან დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

ენმ–ის წევრ ნუგზარ ნონიაშვილის გაცხადებით, პარლამენტის დეპუტატის ამგვარი ქცევა მოღალატეობრივია.

„გავრილოვი მიიყვანეს პარლამენტში, ჩააგდეს აი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით თავმჯდომარის სკამზე და რაც მოჰყვა გავრილოვის ღამეს, აი, ამათი შემოქმედებაა. აი, ამათ დააბრმავეს ეს ბავშვები. მეზურნიშვილმა სულში ჩააფურთხა ჩვენს გმირებს, სულში ჩააფურთხა ზაზა დამენიას ჩემს მეგობარს, სულში ჩააფურთხა გიორგი ანწუხელიძეს, ტატუნაშვილს, ყველას სახეში შეგვაფურთხა მეზურნიშვილმა, იმიტომ, რომ ეს არის ერის სირცხვილი, ამან გააკეთა მოღალატეობრივი ქმედება,“- განაცხადა ნონიაშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp