ელიზაბედ რუდი ვლადიმირ პუტინის ანტიქართულ განცხადებას ეხმიანება

საქართველოში აშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის განცხადებით, "არ არსებობს შეკითხვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სქართველოს განუყოფელი ნაწილია". 

ელიზაბეთ რუდი ანტისაოკუპაციო აქციებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. 

„როდესაც საქართველო უფრო მეტად არის ინტეგრირებული ევროკავშირში, ეს ხდის მას უფრო ძლიერ პარტნიორად შეერთებული შტატებისთვისაც. რაც შეეხება აქციას, დემონსტრანტებს ვეტყვი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და დასავლურ ინტეგრაციას, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის მიზანი, რომელსაც შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს. პტინის განცხადებასთან დაკავშირებით კი ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, მივანდოთ ეს საქმე ისტორიკოსებს, რომლებიც ასწავლიან საქართველოს ისტორიას. არ არსებობს შეკითხვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სქართველოს განუყოფელი ნაწილია მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - განუცხადა "რუსთავი 2"–ს ელიზაბეთ რუდმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების რეკომენდაციით მიმართა, პუტინმა კი განაცხადა, რომ ამას "ქართველი ხალხის პატივისცემის გამო" არ გააკეთებდა, ამასთან ის საქართველოს ისტორიის გადაწერას შეეცადა და ანტიქართული განცხადებები გააკეთა. კერძოდ, ქართული სახელმწიფო საკუთარი, თუმცა ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციასა და ოსების გენოციდში დაადანაშაულა.  

იხილეთ ასევე: ისტორიის გაკვეთილი პუტინს

ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა პუტინს ანტიქართული განცხადების საპასუხოდ 1991 წლის მოვლენები შეახსენა

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რამდენიმე დეპუტატი საპარლამენტო თანამდებობებს და უმრავლესობას ტოვებს