პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

მოსამართლემ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც მოზამართლემ განმარტა, მერებაშვილს პატიმრობის კონსტიტუციური ვადა 15 ივლისს ეწურება და ვინაიდან 15-მდე ვერ ჩაინიშნება სასამართლო სხდომა, მერებაშვილი უნდა გათავისუფლდეს დარბაზიდან.

სხდომაზე დამსწრეები მის გათავისუფლებას ტაშით შეხვდნენ.

​ამ საქმეზე მერებაშვილის გარდა, ლევან ქარდავა და რევაზ შიუკაშვილი არიან ბრალდებულები, რომლებიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე არიან მსჯავრდებულები, შესაბამისად, ცხრათვიანი ვადა მხოლოდ მერებაშვილზე ვრცელდება.

შემდეგი სხდომა 22 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რაზე შეთანხმდა ოპოზიცია