ოკუპირებულ აფხაზეთში სქართველოს მოქალაქე მამა–შვილი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ბეგლარ წილოსანი არასრულწლოვან შვილთან - თინათინ წილოსანთან ერთად დააკავეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ჩართულობის შედეგად, თინათინ წილოსანი უკვე იმყოფება საკუთარ ოჯახში – ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რაც შეეხება მამაკაცს, უწყებაში აცხადებენ, რომ მისი უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

ცნობისთვის: უკანონო დაკავების აქტი ახალ ათონში განხორციელდა. მათ ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა დასდეს. წილოსანი ამ დროისთვის გალის იზოლატორშია მოათავსებული.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა