ზურაბიშვილი – ტუსკს: „როდესაც თანამდებობას დატოვებთ, გვეწვიეთ საქართველოში, ქართული ღვინით გიმასპინძლებთ“

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს საქართველოში სტუმრობა შესთავაზა.

კერძოდ,  “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ბათუმში გამართული ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ ზურაბიშვილმა ტუსკს მიმართა:

„როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებთ, გვეწვიეთ საქართველოში, ქართული ღვინით გიმასპინძლებთ“.

როგორც „აქცენტს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურში განუცხადეს, ტუსკმა შეთავაზებაზე პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. 

ცნობისთვის: დონალდ ტუსკი “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ქართველი გულშემატკივრები არ არიან ამ ანგარიშის ღირსი" - გორგოძე უელსთან დამარცხების შემდეგ [ვიდეო]