მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რაც არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა ადვოკატების კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომლითაც კალანდიას მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას ითხოვდნენ. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არ არის არც დანაშაულის იარაღი და არც პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც კალანდიას ბრალეულობას დაადასტურებდა.


სასამართლოს მომდევნო სხდომა 24 ივლისს 11:00 საათზე გაიმართება.


არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიმდინარე წლის 6 ივნისს შეუფარდა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით 4 ივნისს დააკავა. გამოძიება მიხეილ კალანდიას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობას ედავება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp