გავრილოვი მზად არის მოსკოვში “პატრიოტთა ალიანსის” წევრებს შეხვდეს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა "პატრიოტთა ალიანსის" წევრებთან სეხვედრის მზაობა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება RIA გავრილოვის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

“სერგეი გავრილოვმა რუსეთში ქართველი დეპუტატების დაგეგმილ ვიზიტზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველ პარლამენტარებთან შეხვედრისთვის მზად არის,” – აცხადებენ გავრილოვის პრეს–სამსახურში.

ამავე წყაროს ცნობით, გავრილოვმა ქართველი პოლიტიკოსების ვიზიტი მოსკოვში შეაფასა, როგორც საქართველოში შიდა პოლიტიკური მოვლენებისადმი “ჯანსაღი რეაქციის” გამოვლინება დათქვა, რომ “შეხვედრის ადგილი შეიძლება, იყოს არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი, არამედ ნებისმიერი ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორია, მაგალითად, შვეიცარია”. 

შეგახსენებთ, რომ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი საკუთარ "ფეისბუქ"– გვერდზე ვლადიმირ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა და მას ღირსეული და დროული უწოდა. მან ასევე დაწერა, რომ პარტიის წევრები უახლოეს დღეებში მოსკოვში ჩავლენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp