"აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი თანხა საქართველოში ჩავდეთ"

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი თანხა ბანკმა საქართველოში ჩადო.

„ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის ბანკია და  ევროკავშირის სტრატეგიის შესაბამისად ვმოქმედებთ. "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში 9 მლრდ ევრო ჩავდეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში. საქართველო კი, ერთ სულ მოსახლეზე ინვესტიციებით პირველ ადგილზეა. აქ ჩავდეთ თითქმის 2 მილიარდი ევრო სხვადასხვა პროექტში – გზების მშენებლობაში, ენერგეტიკაში, მუნიციპალურ სექტორში”, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

ცნობისთვის: ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბათუმში მიმდინარე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“