"ქართველი ხალხი ევროპისაგან მეტ მხარდაჭერას ელოდება"

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი ევროპისაგან მეტ მხარდაჭერას ელოდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბიშვილმა ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მაშინ, როდესაც მადლობას გამოვხატავთ იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ევროპამ მიიღო საქართველოს დაახლოებასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის გზავნილია, რომ ისინი ასევე ელიან ევროპისგან მეტ მხარდაჭერას, მეტ ჩართულობას, როდესაც საქმე ოკუპაციის პრობლემას ეხება. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ხელახალი დადასტურება მისასალმებელი და აუცილებელია. თუმცა, ეს არ არის საკმარისი, როგორც ახალგაზრდა დემონსტრანტების პროტესტმა ნათლად დაგვანახა. გადაუჭრელი კონფლიქტები ხანგრძლივ არასტაბილურობას თესს. საქართველო არის მშვიდობიანი ქვეყანა, რომელიც მისი ისტორიის განმავლობაში უცხო ქვეყანაში არასდროს არ შეჭრილა. ქართველები მილიონობით რუსი ტურისტების მასპინძლობას, ტრადიციული სტუმართმოყვარეობით, ტოლერანტობით და სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფით განაგრძობენ, მიუხედავად 2008 წლის ომისა. ჩვენი შეუდრეკელი არჩევანი ოკუპაციის საკითხის მშვიდობიანად დიპლომატიურ გადაწყვეტაზე გადის, როგორც ჩვენი სამშვიდობო გეგმით არის გათვალისწინებული „ნაბიჯები უკეთესი მომავლისთვის", – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მიმდინარე კონფერენციის დამსწრე მაღალი დონის სტუმრებს შორის არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი; ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდესი; ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი; ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი.

კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება მთელ რიგ საფინანსო შეთანხმებებს, კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით იანვარ-აგვისტოში რუსეთი ლიდერობს