საქართველო უსაფრთხოების გასაძლიერებლად ევროკავშირისგან 28 მლნ ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს

საქართველო უსაფრთხოების გასაძლიერებლად ევროკავშირისგან 28 მლნ ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს.

შეთანხმებას „უსაფრთხოების გაძლიერებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად” ბათუმში მიმდინარე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოეწერა ხელი. 

ასევე, ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას „ევროკავშირი საქართველოში ეკონომიკური მმართველობისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად”.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებებს ხელი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მოაწერა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების დირექტორმა ლორენს მერედიტმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მიმდინარე კონფერენციის დამსწრე მაღალი დონის სტუმრებს შორის არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი; ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდესი; ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი; ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp