თურქეთის სასამართლომ ჟურნალისტებს სამუდამო პატიმრობა გაუუქმა

თურქეთის ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკით გამორჩეულ თურქ ჟურნალისტებს ნაზლი ილიჯაკსა და აჰმეთ ალთანს სამუდამო პატიმრობა გაუუქმდათ,თუმცა პატიმრობაში რჩებიან– ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება. 

საქმე 2016 წლის სამგედრო გადატრიალების მცდელობას ეხება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, გაეთავისუფლებინა ჟურნალისტები პატიმრობიდან. მისი თქმით, ჟურნალისტები ინფორმირებულნი იყვნენ გადატრიალების მოწყობის მცდელობის შესახებ და მხარს უჭერდნენ ორგანიზატორებს. ახლა ნაზლი ილჯაკსა და აჰმეთ ალთანს 5-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

ცნობისთვის: ჟურნალისტები 2016 წელს დააკავეს. თურქეთის სასამართლომ მათ სამუდამო პატიმრობა 2018 წელს მიუსაჯა. ჟურნალისტებს ბრალი ამერიკაში მცხოვრებ მქადაგებელ ფეთულაჰ გიულენთან კავშირში ედებათ. ერდოღანის ხელისუფლება გიულენს გადატრიალების მცდელობის მოწყობაზე აკისრებს პასუხისმგებლობას. 

ორგანიზაცია P24-ის ცნობით, რომელიც თურქეთში მედიის თავისუფლების საკითხებზე მუშაობს, თუქეთში, დაახლოებით, 140 ჟურნალისტია დაკავებული. მათი უმეტესობა სამი წლის წინ მომხადარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააპატიმრეს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის კონსორციუმი" მთავრობის მხრიდან "საბოტაჟის" კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს