აშშ-ის საელჩო ფერმერებს 200 000-დოლარიან გრანტებს სთავაზობს

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში ახალი საგრანტო პროექტი დაანონსა. გრანტის აღწერაში ნათქვამია, რომ მის შედეგად ფერმერებს ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისგან $200,000-მდე მოცულობის დახმარების მიღება შეუძლიათ. 

"იმისათვის, რომ საქართველო მეტად კონკურენტუნარიანი იყოს ახალ საექსპორტო ბაზრებზე, მას სჭირდება ევროკავშირის რეგულაციების წარმატებით ათვისება. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესის სწრაფად და ეფექტურად გავლაში საქართველოს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი $200 000 დოლარამდე ოდენობის გრანტით დაეხმარება. საგრანტო კონკურსი ღიაა საქართველოში მოღვაწე ორგანიზაციებისათვის,"- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გრანტის შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp