ბრიტანეთი: „სამი ირანული ხომალდი ჩვენი ტანკერის ბლოკირებას ცდილობდა“

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სპარსეთის ყურეში სამი ირანული ხომალდი ბრიტანული ნავთობტანკერის ბლოკირებას შეეცადა.

„ბრიტანული ნავთობმზიდი ჰორმუზის სრუტეს კვეთდა, როდესაც მას სამი  ირანული ხომალდი მიუახლოვდა და კურსის შეცვლა მოსთხოვა.  ბრიტანულ ტანკერის ესკორტირებას რაკეტებით აღჭურვილი  ბრიტანეთის სამეფო ფლოტის სამხედრო ხომალდი ახორციელებდა. ვითარება მხოლოდ მას შემდეგ განიმუხტა, რაც სამეფო ფლოტის სამხედრო გემმა ირანული ხომალდები სიტყიერად გააფრთხილა და მათ ტერიტორია დატოვეს“, – ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოგვიანებით ბრიტანეთის ბრალდებებს ირანი გამოეხმაურა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა ბრალდებები უარყო. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის გიბრალტარის ხელისუფლებამ ირანული ტანკერი დააკავა, რომელსაც სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ 10 ივლისს განაცხადა, რომ თეირანი ლონდონი ირანული ტანკერის დაკავების გამო საკადრის პასუხს გასცემდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]