შსს–მ ხატია დეკანოიძე და გუბაზ სანიკიძე გამოკითხვაზე დაიბარა

ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე არიან დაბარებულები.

შსს-ს ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამინისტროში გამოკითხვაზე ხვალ, 12 ივლისს არიან დაბარებული. უწყების ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლების შსს-ში გამოკითხვაზე დაბარება 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.

დაკითხვაზე დაბარების ფაქტს ადასტურებენ გაერთიანებული ოპოზიციის პრესამსახურში, თუმცა აცხადებენ, რომ ყველა მათგანი მოითხოვს დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp