საოკუპაციო ძალებმა 2017 წლიდან დღემდე საქართველოს 327 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 2017-2019 წლებში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფქტო საზღვრების "უკანონო კვეთის ბრალდებით" 327 პირი დააკავეს.  

კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ცხინვალში სულ 242 პირი იყო დაკავებული, მათ შორის 16 პირი 2019 წელს დააკავეს. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით კი, ჯამში 85 პირი დააკავეს, აქედან 4 - 2019 წელს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით უკანონოდ დაკავებულთა ემეტესობა გათავისუფლებისთვის ე.წ. ჯარიმას იხდის. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა