რატომ დასდევდა პოლიცია მომიტინგეებს ქალაქის ქუჩებში: გახარიას კომენტარი

შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეები ქალაქში გაიშალნენ და საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეებს, ხოლო მათთან პირდაპირ კავშირზე იყო ენმ–ის წევრი ნიკა მელია.  

„პოლიცია იძულებული იყო სპეცაღჭურვილობა გამოეყენებინა. რაღაც მომენტში წყლის ჭავლის გამოყენებაც გახდა საჭირო. შემდეგ რამდენიმე ჯგუფი ქალაქის მასშტაბით გაიშალა. არ ვლაპარაკობ ყველაზე, იყო სადღეც 300–400 კაცი თავისუფლების მოედანზე, რომლებთანაც პირდაპირ კავშირზე იყო ნიკანორ მელია. ეს ხალხი ფიზიკურ რისკს უქმნიდნენ მოქალაქეებს, პოლიციელებს, არბევდნენ ქონებას... რაღაც მომენტში ამ ჯგუფების ლოკალიზება გახდა საჭირო, რადგან ქალაქი რომ  გაიღვიძებდა, ქალაქში იქნებოდა რამდენიმე ჯგუფი, რომელიც მელიქიშვილზე მიდიოდნენ და არბევდნენ ქუჩას. არ უნდა გვემოქმედა?“,– განაცხადა შს მინისტრმა „პირველის“ ეთერში.    

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა