გახარია მერაბიშვილის ბედის გაზიარებას არ გამორიცხავს

შს მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 20–21 ივნისის მოვლენების გამო ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბედი  გაიზიაროს, თუმცა თავად 26 მაისისა და 20–21 ივნისის მოვლენებს შორის ტოლობის ნიშანს არ სვამს. ამის შესახებ მან „პირველის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, ვინაიდან, აქციის დაშლის  ბრძანება გახარიამ გასცა, გამორიცხას თუ არა, რომ მერაბიშვილის ბედი გაიზიაროს, რადგან მერაბიშვილი სასჯელს მათ შორის 26 მაისის გამო იხდის. 

„ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ჩემი შეფასებით, ის [26 მაისის აქცია] იყო მშიდობიანი აქციის სადამსჯელო ღონისძიება. ევაკუაციის გზები იყო ჩაკეტილი და დეტალებში არ შევალ. აქ [20–21 ივნისის აქცია] კი პირდაპირ ეთერში ვხედავდით, როგორ ორგანიზებულად ესხმოდნე თავს, ართმევდნენ ფარებს და იტაცებდნენ პოლიციელებს. ეს იყო მოგერიების მცდელობა შტურმის, სამწუხაროდ მძიმე შედეგებით და თქვენ ტოლობის ნიშანს სვამთ?“,– განაცხადა გახარიამ. 

მისივე თქმით, სპეცაღჭურვილობის გამოყენების ბრძანება წერილობით გაიცა ღამის 1200– საათიდან 01:00 საათამდე, როგორც კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა დატოვა სამინისტროს შენობა. მისი თქმით, მათინ გაიწერა დეტალურად ყველა მოქმედება, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების შესახებაც.

მისივე თქმით, შესაძლოა, შეცდომა იყო, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც წინა ხაზზე მანამდე არ გაიყვანა, ვიდრე სიტუაცია გართულდებოდა. ამ გადაწყვეტილებას კი იმით ხსნის, რომ იმედი ჰქონდა, ძალადობრივი მოწოდებები არ იქნებოდა. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp