გახარია – 20–21 ივნისის მოვლენებზე: "იქ ვიყავი რამდენიმე ელჩთან ერთად"

შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, აქციის დაშლის პროცესში თავად ადგილზე იყო და პირადად ადევნებდა თვალს პროცესებს, ამასთან, თავადვე გასცა ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენების შეწყვეტის თაობაზე. 

„მე ვიყავი იქ და ამ ყველაფერს უშუალოდ ვხედავდი. ვხედავდი, ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ხელმძღვანელობდა შტურმს და მარტო კი არ ვიყავი, ვიყავი რამდენიმე ელჩთან ერთად.

რაც შეეხება მოლაპარაკებების მცდელობას, რა თქმა უნდა იყო, ტემპერატურის დაწევას ვცდილობდით,  ჩვენ ვიყავით ღია, მაგრამ ეს ყველაფერი იყო მოჩვენებითი.  ზუსტად ვიცით, ვი, სად, როგორ, რას ლაპარაკობდა, „რატომ უნდა შევიდეთ მოლაპარაკებებზე, როდესაც ჩვენები ასე ეფექტურად უტევენ, იქნებ შევიდეთ, ზოგი წინააღმდეგი იყო“,– განაცხადა  გახარიამ „პირველის“ ეთერში. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი