ლუიზიანას ტროპიკული შტორმი „ბარი“ უახლოვდება

აშშ–ის შტატ ლუიზიანას ტროპიკული შტორმი „ბარი“ უახლოვდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ხმელეთთან მიახლოებასთან ერთად ქარის სიმძლავრე მოიმატებს და პირველი კატეგორიის ქარიშხლად გარდაიქმნება. ამჟამად „ბარი“ მექსიკის ყურეში, შტატიდან 137 კმ–ის დაშორებით გადაადგილდება.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლუიზიანას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 

სინოპტიკოსების განცხადებით, ქარიშხალს თან ძლიერი წვიმა მოჰყვება, რის გამოც შესაძლოა, ნიუ-ორლეანი და ბატონ-რუჟი დაიტბოროს. მიმდინარეობს სანაპირო ზოლის ქვიშის ტომრებით გამაგრება. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს