ხიდაშელი – გახარიას: "პარლამენტში შევარდნით სახელმწიფო არ ტრიალდება"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი შს მინისტრ გიორგი გახარიას მიერ სახელმწიფო გადატრიალების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ  "პარლამენტში შევარდნით სახელმწიფო არ ტრიალდება".

"მინისტრი ამბობს, რომ იყო შტურმი და ვმოქმედებდით მოგერიებისთვისო. დღესაც ვერ ხსნიან, რა მიზნით აპირებდნენ შეჭრას. ეს გახარიას სიტყვებია. ასევე გახარიას სიტყვებია "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა". ბატონო მინისტრო, არ ვიცი, თქვენი განათლება რა არის, მაგრამ იურისტის რჩევები უნდა მიგეღოთ ეთერამდე. სახელმწიფო გადატრიალება არ არის ემოციური დანაშაული, არც აფექტის მდგომარეობაში დგება,  არც პარლამენტში შევარდნით ტრიალდება სახელმწიფო. ეს არის კარგად დაგეგმილი ქმედება, რომელიც აუცილებლად ნიშნავს, თუნდაც დასაცინი, მაგრამ მაინც გეგმის არსებობას ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილებისთვის", – განაცხადა ხიდაშელმა.

იხილეთ ასევე: "ეს სახელმწიფო გადატრიალება წლების განმავლობაში იგეგმებოდა"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
“ვიზამ” სრულად ციფრულ ბანკ „სფეისთან“ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა